ივლისში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე სხდომა ჩატარდება

„1-5 ივლისს თბილისში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე ყოველწლიური სხდომა ჩატარდება“,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, ღონისძიებაში 57 ქვეყნის საპარლამენტო დელეგაცია მონაწილეობს. ჯამში, საქართველოში 700-მდე პოლიტიკოსი ჩამოვა.
“ეს ღონისძიება უპრეცედენტოა მისი პოლიტიკური დონის და მასშტაბის გათვალისწინებით. აქედან გამომდინარე, მთავრობას და პარლამენტს ძალიან მჭიდრო და კოორდინირებული, ეფექტური მუშაობა დაგვჭირდება ამ ღონისძიების მაღალ დონეზე ჩასატარებლად”, – განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები