პრემიერი: მომავალ წელს სრულიად ქართველთა კონგრესი ჩატარდება

მომავალ წელს სრულიად ქართველთა კონგრესი ჩატარდება. პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაციით, შესაძლოა, ეს ღონისძიება საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავთან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებებს დაემთხვეს.
“ჩვენ გვინდა, რომ დიასპორის მიმართულებით გავვაქტიურდეთ. გახსოვთ, პატრიარქის მხრიდან იყო ასეთი ინიციატივა, რომელსაც მე გამოვეხმაურე – ქართველთა კონგრესის ჩატარების იდეა. მე ვფიქრობ, ძალიან კარგი იქნება, მით უმეტეს, ჩვენ თუ ამას დავამთხვევთ დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავის ღონისძიებებს”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები