რუსთაველის 850 წლისა და საქართველოს დამოუკიდებლობის 25 წლის იუბილის აღსანიშნავად, სახელმწიფო კომისიები შეიქმნება

გაისად, შოთა რუსთაველის 850 წლისთავი აღინიშნება და ჩემი სურვილია, რომ ეს მეტად პომპეზურად აღვნიშნოთ, როგორც ეკადრება რუსთაველს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ – მინისტრმა ირაკლი ღარიბაშილმა განაცხადა.
როგორც პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, შოთა რუსთაველის 850 წლისა და საქართველოს დამოუკიდებლობის 25 წლის იუბილის აღსანიშნავად, სახელმწიფო კომისიები შეიქმნება.
“მოგეხსენებათ, რომ გაისად, რუსთაველის 850 წლისთავი აღინიშნება და ჩემი სურვილია, რომ ეს მეტად პომპეზურად აღვნიშნოთ, როგორც ეკადრება რუსთაველს. ამასთან დაკავშირებით ვთხოვე ჩემს ადმინისტრაციას, რომ შევქმნათ სახელმწიფო კომისია და ძალიან მაღალ დონეზე აღვნიშნოთ რუსთაველის 850 წლის იუბილე.
ამას გარდა, მოგეხსენებათ, რომ დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავიც აღინიშნება. ჩვენ ასევე გვინდა, რომ ესეც სახელმწიფო კომისიის დონეზე გავაკეთოთ და ყველა უწყება ჩავრთოთ, მათ შორის პრეზიდენტის ადმინისტრაციაც და სათანადოდ მოვემზადოთ. ასევე მსურს, რომ მოვიწვიოთ მაღალი დონის ოფიციალური პირები მეგობარი სახელმწიფოებიდან”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები