შსს-მ ოჯახში ძალადობის ბრალდებით ძებნილი პირი დააკავა

შსს-ს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის გურჯაანის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ამავე სამმართველოს მიერ ოჯახში ძალადობის ბრალდებით 2015 წლის 2 სექტემბრიდან ძებნილი, 1985 წელს დაბადებული ნიკოლოზ კ. სიღნაღის რაიონის სოფელ ანაგაში დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა 2015 წლის 30 ივლისს გურჯაანის რაიონის სოფელ ჩალაუბანში ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს – 1991 წელს დაბადებულ ლუიზა ფ-ს.
გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ ნიკოლოზ კ-ს საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა-120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გულისხმობს ოჯახში ძალადობას, რამაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება გამოიწვია, სასჯელის სახით 1 წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიუსაჯა.
დაკავებული გადაყვანილია სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მერვე დაწესებულებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები