პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ დიპლომატიური კორპუსისა და მთავრობის წარმომადგენლებს საახალწლო მიღებაზე უმასპინძლეს – ფოტოკოლაჟი

საქართველოს პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ დიპლომატიური კორპუსის და მთავრობის წარმომადგენლებს საახალწლო მიღებაზე უმასპინძლეს.
გიორგი მარგველაშვილმა დამდეგი ახალი წელი დამსწრე საზოგადოებას მიულოცა და 2015 წელი შეაჯამა.
„2015 წელს, ჩვენ შევძელით ქვეყნის განვითარება რამდენიმე მნიშვნელოვანი მიმართულებით. გვქონდა შესაძლებლობა ბეჯითად გვემუშავა საქართველოს ევროინტეგრაციის დღის წესრიგზე. გადავდგით მნიშვნელოვანი ნაბიჯები საქართველო-NATO-ს ურთიერთობის განვითარების მიმართულებით. ერთად ვმუშაობთ დემოკრატიისა და ჩვენს ქვეყნებს შორის პარტნიორობის გაძლიერებისათვის. ბეჯითად ვმუშაობთ, აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის პარტნიორობის თვალსაზრისით, საქართველოს განსაკუთრებული როლის მნიშვნელოვნად იდენტიფიცირებისა და გაძლიერებისათვის. საერთაშორისო გეოპოლიტიკურ რუკაზე საქართველოს მეტად დამკვიდრებისათვის, რომ ეს ადგილი მეტად სასარგებლო გავხადოთ მთელს მსოფლიოში ჩვენი ყველა პარტნიორისათვის“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
გიორგი მარგველაშვილმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა 2016 წლის გამოწვევებზეც:
„ჩვენ ერთად გვაქვს სამუშაო მნიშვნელოვან საკითხებზე, უსაფრთხოების გაძლიერებაზე მთელს რეგიონში. ბეჯითად უნდა ვიმუშაოთ, რათა გავაძლიეროთ მშვიდობიანი პროცესები და მშვიდობის შემდგომი განმტკიცება უკრაინაში, მოლდოვაში, ასევე გავაძლიეროთ იმ ქვეყნების სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა, რომლებმაც მტკიცედ და ნათლად განაცხადეს საკუთარი დასავლური არჩევანის შესახებ.
ჩვენ ძალიან აქტიურად უნდა ვიმუშაოთ რეგიონის უსაფრთხოებაზე, იმისათვის, რომ დავძლიოთ კონფლიქტი უკრაინაში, მოვახდინოთ პროცესების სტაბილიზაცია სირიაში, ვიყოთ უფრო აქტიურები ავღანეთსა და ერაყში განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით. საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ამ მიზნის მიღწევაში“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
გიორგი მარგველაშვილმა დიპლომატიურ კორპუსს მადლობა გადაუხადა საქართველოში გაწეული საქმიანობისთვის და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ დიპლომატიური კორპუსი, რომელიც საქართველოში მუშაობს, მნიშვნელოვან როლს ასრულებს, თავისი აშკარა და ძალიან ნათელი ჩართულობით საქართველოს დღის წესრიგის, განსაკუთრებით დემოკრატიული განვითარების კუთხით.

972367_516402205194724_5236426987779627631_n 1930809_516402491861362_8857258483029283059_n 10653833_516402755194669_5487657868029171112_n 11224150_516402688528009_6668689801998619007_n 11224317_516402115194733_3871894235451993879_n 12348025_516402208528057_2326583678351806355_n 12360325_516402185194726_7261742707975554263_n 12376032_516402768528001_475114996928818974_n 12376140_516402861861325_800589386810834198_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები