ალეკო ელისაშვილი: სჯობს პროკურატურამ ეს-ემ-ეს-ების შინაარსი თავად გაასაჯაროოს

დამოუკიდებელი დეპუტატის, შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილი პროკურატურას ურჩევს, ექსპერტიზის შედეგად ტელეფონში არსებული ეს-ემ-ეს-ების შინაარსი თავად გაასაჯაროოს. მისი თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში შინაარსი აუცილებლად გასაჯაროვდება.
როგორც ელისაშვილმა შვიდსაათიანი დაკითხვის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა,  ექსპერტიზის დასკვნის გადამოწმება თავისუფლად შეიძლება. დეპუტატის თქმით, თუ ექსპერტიზის ბიურო არ აღადგენს მის ტელეფონში არსებულ ეს-ემ-ეს-ებს, ის  საერთაშორისო ბიუროს მიმართავს.
“გამოძიება მიდის სადღაც სხვაგან და არა იქ, სადაც უნდა მიდიოდეს. მობილურ ტელეფონთან დაკავშირებით ცხარე საუბარი გვქონდა. ჩემთვის გაუგებარი იყო ყიჟინი რატომ დასცეს, როდესაც ექსპერტიზის პასუხი არ იყო მოსული. ეს იყო სამარცხვინო საქციელი პროკურატურის მხრიდან, რომ გამოხტნენ და ზეიმობდნენ იმას, რომ ინბოქსში არ აღმოჩნდა ეს-ემ-ეს-ები. ძალიან აინტერესებდა პროკურატურას მიეღო პასუხი, სადმე სხვაგან ხომ არ მაქვს შენახული მესიჯები. ნატამალი რწმენა აღარ მაქვს პროკურატურის”, – განაცხადა ელისაშვილმა.
მისივე თქმით, საპარლამენტო უმრავლესობის ზოგიერთი წევრი ჭორაობს. “მე საპარლამენტო უმრავლესობის ზოგიერთ წევრს მინდა ვუპასუხო, რომლებიც ამბობენ, რომ ელისაშვილი ჭორაობსო. სინამდვილეში ისინი დგანან და ჭორაობენ. მე კი სახლში უფრო ნაკლებ დროს ვატარებ, ვიდრე პროკურატურაში. მაქსიმალურად ვეხმარები გამოძიებას, რომ წინ წაიწიოს. ჩემი ხელით მივუტანე სატელეფონო ამონაწერები გამოძიებიდან 2 კვირის თავზე, რომელიც ადასტურებს, რომ ზარები და ეს-ემ-ეს-ები ხორციელდებოდა ჩემს ტელეფონზე”, – განაცხადა ელისაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები