“დადებითი დასკვნის მოლოდინი ნიშნავს იმას, რომ ნაკისრი ვალდებულებები შესრულებულია”

პოლიტოლოგ ვანო ჩხიკვაძის განცხადებით, ვიზალიბერალიზაციის შესახებ დასკვნის თაობაზე დადებითი მოლოდინები არსებობს, რაც როგორც ხელისუფლების, ასევე ევროკავშირის მაღალჩინოსნების განცხადებებმა შექმნა.
ექსპერტი 18 დეკემბერს ევროკომისიისგან დადებითი დასკვნის გამოქვეყნებას ელოდება.
“დადებითი დასკვნის მოლოდინი არის, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა ნაკისრი ვალდებულებები, რაც სახელმწიფოს ჰქონდა კარგად არის შესრულებული. ამის შესახებ არაერთხელ აღინიშნა, როგორც ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლებისგან, ასევე ევროკავშირის წარმომადგენლების მხირდან. დავალებები ორ ნაწილად იყოფოდა, ერთი საკანონმდებლო და მეორე აღმასრულებელ საკითხებად. აღსანიშნავია, რომ ორივე ნაწილი ხელისუფლებამ შეასრულა”, – განაცხადა ვანო ჩხიკვაძემ.
შეგახსენებთ, რომ 15 დეკემბერს საქართველოსთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით, ევროკომისიის დასკვნა უნდა გამოქვეყნებულიყო.
როგორც საერთაშორისო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა, ფედერიკა მოგერინიმ განაცხადა, ევროკავშირი ძალისხმევას არ დაიშურებს, რათა დასკვნა დეკემბრის ბოლომდე გამოქვეყნდეს.
დღეს კი ოფიციალურად დადასტურდა, რომ ევროკომისიის დასკვნა 18 დეკემბერს გამოქვეყნდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები