საბერძნეთის პარლამენტში საქართველოს მეგობართა საპარლამენტო ჯგუფი შეიქმნა

საბერძნეთის პარლამენტში საქართველოს მეგობართა საპარლამენტო ჯგუფი შეიქმნა. საქართველოს მეგობრობის ჯგუფს მმართველი პარტია “სირიზას” წევრი გეორგიოს აკრიოტი ხელმძღვანელობს.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჯგუფი 7 პარლამენტარისგან შედგება და მასში გაერთიანებულები არიან დეპუტატები როგორც მმართველი პარტიიდან, ასევე ოპოზიციიდან.
საბერძნეთის პარლამენტის შიდა რეგულაციების მიხედვით მოხდა მეგობართა ჯგუფების დაკომპლექტება, რომლებიც საბოლოოდ პარლამენტის თავმჯდომარემ, ნიკოს ვუცმა დაამტკიცა.
საქართველოს ელჩმა საბერძნეთში, იოსებ ნანობაშვილმა გეორგიოს აკრიოტისს საქართველოს მეგობართა საპარლამენტო ჯგუფის შექმნისათვის მადლობა გადაუხადა და გამოთქვა მზადყოფნა, ყოველმხრივ შეუწყოს ხელი, რომ საქართველო-საბერძნეთის საპარლამენტო თანამშრომლობამ ეფექტურად შეძლოს თავისი წვლილის შეტანა ორ ქვეყანას შორის ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები