„პრეზიდენტო, თუ წაიკითხე, თქვი, შე დალოცვილო, რა იყო”

“შეწყალების თემა სერიოზული პოლიტიკური სკანდალია. დროულად რომ ყოფილიყო ამის შესახებ ქმედებები განხორციელებული, ოფიციალურ დონეზე, დოკუმენტების გაფორმებით და შესაბამის სამსახურებში წარდგინებით, შესაძლოა, ეს საქმე აქამდე არ მისულიყო”, – ამის შესახებ განცხადება „გაერთიანებული დემოკრატების“ წარმომადგენელმა გიგლა ბარამიძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა.
გიგლა ბარამიძისთვის გაუგებარია, რატომ მაშინვე არ განაცხადა პრეზიდენტმა, როდესაც მან მოკლე ტექსტური შეტყობინება წაიკითხა. ბარამიძე მიიჩნევს, რომ აუცილებელია პროკურატურამ და, თუ საჭიროა, უშიშროების სამსახურმაც შეისწავლოს აღნიშნული საქმე და მის შესახებ დოკუმენტი დადონ.
„შესაძლებელია პოლიტიკურ კულუარულ კორუფციულ გარიგებებთანაც იყოს დაკავშირებული. ეს ძალიან ცუდია იმ თვალსაზრისით, რომ მთლიანად ჩრდილს აყენებს სისტემის მუშაობას, რასაც შეწყალება ჰქვია. კარგია, როდესაც ტელეფონის ჩანაწერს აჩვენებ პრეზიდენტს, მაგრამ თუკი პრეზიდენტმა ამის შესახებ იცოდა, ის არ უნდა დადუმებულიყო და წელიწადის მერე არ უნდა ეთქვა, რომ მე სიტყვიერად მითითება მივეცი. პრეზიდენტი კითხულობს ამას და ის გატრუნულია? ეს რა სახლობანაა? პრეზიდენტი უნდა დაიკითხოს და გაგვცეს პასუხი.
თუ კრიმინალს ჰქონდა ადგილი, გვითხარი, შე, დალოცვილო. ბევრი კითხვის ნიშანია. სახელმწიფომ დააგვიანა ისე, როგორც ყოველთვის, არც პრეზიდენტმა, არც სხვებმა თავიდანვე არ განახორციელეს ღონისძიებები. მე შევკრებდი კომისიის წევრებს და საქმის კურსში ჩავაყენებდი. აუცილებელია, პროკურატურამ და, თუ საჭიროა, უშიშროების სამსახურმაც, შეისწავლოს ეს საქმე და დადონ დოკუმენტი“, – განაცხადა გიგლა ბარამიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები