მაია ფანჯიკიძე ვიზალიბერალიზაციაზე: ხვალ ველოდები ძალიან დადებით დასკვნას

“თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთი ლიდერი მაია ფანჯიკიძემ ვიზალიბერალიზაციის დასკვნასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ხვალ ევროკომისსისგან დადებით პასუხს ელოდება.
“ევროკავშირმა გამოაცხადა, რომ ხვალ იქნება დასკვნა საქართველოს შესახებ და ჩვენ არავითარი უფლება არ გვაქვს, ეჭვი შევიტანოთ ამ განცხადებაში. მე ხვალ ველოდები ძალიან დადებით დასკვნას. ჩვენ, ჩვენი მხრივ, რაც იყო შესაძლებელი, “თავისუფალმა დემოკრატებმა” ყველაფერი გავაკეთეთ როგორც ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ისე მის შემდეგაც, იმისთვის რომ საქართველომ წარმატებას მიაღწიოს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია ჩვენი ქვეყნისთვის და მე დიდი ოპტიმიზმით ველოდები ხვალინდელ დღეს, როცა დასკვნა გამოქვეყნდება და წინასწარი ინფორმაციით, ის დადებითი იქნება”, – განაცხადა ფანჯიკიძემ.
შეგახსენებთ, რომ ევროკომისიას ვიზალიბერალიზაცისთან დაკავშირებით დასკვნა საქართველოს შესახებ 15 დეკემბერს უნდა გამოექვეყნებინა. თუმცა, მათივე მტკიცებით, ტექნიკური საკითხების გამო დასკვნის გამოქვეყნება გადაიდო და, არსებული ინფორმაციით, ანგარიში ხვალ გამოქვეყნდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები