ალეკო ელისაშვილი მთავარ პროკურატურაში დაიბარეს

თბილისის დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი 15:00 საათზე მთავარ პროკურატურაში დაიბარეს. ელისაშვილი აღნიშნულ ფაქტს ადასტურებს. მისი თქმით, ამჯერად საგამოძიებო უწყებაში მისი დაბარება უკავშირდება კომპანია “მაგთიდან” ამოღებულ ამონაწერებს, სადაც, ელისაშვილის თქმით, ფიქსირდება, რომ მის ტელეფონზე გაგზავნილია იმ პოლიტიკოსების მესიჯები, რომლის შესახებაც გამოძიებას უკვე მიაწოდა ინფორმაცია.
კომპანია “მაგთიდან” ამონაწერი ალეკო ელისაშვილმა პროკურატურის განცხადების შემდეგ ამოიღო. პროკურატურის განცხადებით, ზედაპირული დათვალიერებით, ელისაშვილის მიერ, საგამოძიებო უწყებაში მიტანილ ტელეფონში არ ფიქსირდება მის მიერ დასახელებული პოლიტიკოსების ზეწოლის შემცველი SMS-ები. ამის საპასუხოდ, ალისაშვილმა განაცხადა, რომ SMS-ები “ინბოქსში” არ არის, თუმცა ტელეფონის მყარ დისკზე არსებობს, რასაც მიმდინარე ექსპერტიზა გაარკვევს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები