ხაბაროვსკის ერთ-ერთ მორგში ნარკოტიკებს აწარმოებდნენ

რუსეთში, ხაბაროვსკის მხარის ერთ-ერთ მორგში პოლიციამ და უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა ნარკოტიკების წარმოების საიდუმლო ლაბორატორია აღმოაჩინეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ექიმმა-ანესთეზიოლოგმა და მისმა ნაცნობმა – ერთ-ერთი ადგილობრივი ინსტიტუტის სტუდენტმა, ნარკოტიკების წარმოების ლაბორატორია გახსნეს.
„მათ ორგანულ ქიმიაში შესაბამისი ცოდნა ჰქონდათ, ასე რომ, შეისყიდეს ყველა აუცილებელი ხელსაწყო, რეაგენტები და ნარკოტიკების შემცველი ნივთიერებების სინთეზის მექანიზმები“, – განაცხადეს რუსეთის შსს-ში.
ამ დანაშულებრივი დაჯგუფების კიდევ ერთი მონაწილე ადგილობრივი მორგის სანიტარი იყო. მან მორგის სავენტილაციო ოთახი ამ დანაშაულებრივი ბიზნესისთვის მოაწყო. სამივე პირი დაკავებულია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები