სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური სამსახურის უფროსი: პანკისში ვითარებას ქართველი სამართალდამცველები აკონტროლებენ
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური სამსახურის უფროსმა ირაკლი ბერაიამ ერგნეთის შეხვედრაზე ოსური დელეგაციის ხელმძღვანელის დავით სანაკოევის განცადებები უარყო და განაცხადა, რომ პანკისში ვითარებას ქართველი სამართალდამცველები აკონტროლებენ.
შეგახსენებთ, რომ ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის წლის ბოლო შეხვედრის დასრულების შემდეგ, ოსური დელეგაციის ხელმძღვანელმა დავით სანაკოევმა განაცხადა, რომ პანკისის ხეობაში “ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლების მობილიზაცია ხდება, რაც სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე განთავსებულ რუსულ სამხედრო ბაზას, იქ მყოფ მესაზღვრეებს საფრთხეს უქმნის. მისივე მტკიცებით, “ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლები გააქტიურებას და თავდასხმებს ახალი წლის დღეებში გეგმავენ, მათი სამიზნე კი რუსეთის მესაზღვრეები, საქართველოს სამართალდამცავები და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მონიტორები არიან.