ბათუმში ქუნთრუშას დიაგნოზით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა

ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრში 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა. მცირეწლოვანი შუახევის რაიონის სოფელ მაწყვალთიდანაა.
ფაქტს აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილე, ნინო ნიჟარაძე ეხმაურება.
მისი თქმით, მცირეწლოვანს ოჯახის ექიმმა წითელას დიაგნოზი დაუდგინა, ხოლო საავადმყოფოში მას მძიმე სეფტიურ-ტოქსიური შოკით, ქუნთრუშა დაუდგინეს.
მისივე თქმით, ამავე ოჯახიდან კიდევ ორი მცირეწლოვანი ბავშვი მიიყვანეს, თუმცა ისინი საავადმყოფოდან უკვე გაწერეს და მათ სიცოცხლეს, საფრთხე არ ემუქრება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები