ირაკლი კობახიძე: არჩევნებში ბიძინა ივანიშვილი რა სტატუსით ჩაერთვება, ეს მისი გადასაწყვეტია

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობის მიერ გუშინ გამართულ სხდომას ბიძინა ივანიშვილიც დაესწრო, სადაც სხვადასხვა საკითხი განიხილეს.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, ყოფილი პრემიერის რჩევები სხვადასხვა საკითხებს შეეხებოდა, მათ შორის გააჟღერა მოსაზრებები საარჩევნო კოდექსთან მიმართებაშიც.
მისივე თქმით, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში ბიძინა ივანიშვილი რა სტატუსით ჩაერთვება, ეს მისი გადასაწყვეტია. „ეს რჩევები სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით იყო, მათ შორის, საარჩევნო კოდექსთან მიმართებაში. ყველა ის პრინციპული საკითხი განვიხილეთ, რაც საპარლამენტო უმრავლესობის მსჯელობის საგანი იქნება. ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ „ქართულ ოცნებას“ მხარს დაუჭერს“, – აღნიშნა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები