ირაკლი კობახიძე: საარჩევნო კოდექსი მეორე მოსმენით განხილვის დროს გადაიხედება

საქართველოს საარჩევნო კოდექსი მეორე მოსმენით განხილვის დროს გადაიხედება, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანიმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
როგორც კობახიძემ განმარტა, გია ვოლსკისთან შეხვედრისას საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები განიხილეს.
„გარკვეული კითხვის ნიშნები არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ არსებული ვარიანტი შეიძლება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას არ შეესაბამებოდეს. ჩვენი ამოცანაა, ყველა კითხვის ნიშანი მოვხსნათ. ამ კუთხით კანონპროექტი გადაისინჯება“, – განაცხადა კობახიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები