საახალწლო განათებასა და ცენტრალური ნაძვის ხის მორთვაში მილიონ ლარამდე თანხა დაიხარჯება

საახალწლო განათებასა და ცენტრალური ნაძვის ხის მორთვაში მილიონ ლარამდე თანხა დაიხარჯება, – ამის შესახებ თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
მერიის ინფორმაციით, წელს სრულიად ახალი დიზაინით და ილუმინაციებით თბილისის ცენტრალური ქუჩები: რუსთაველის გამზირი, ჭავჭავაძის გამზირი, მელიქიშვილისა და კოსტავას ქუჩები მოირთო.
“აღნიშნული გამზირებისა და ქუჩების მორთვის მიზნით გამოცხადებულ საახალწლო ილუმინაციების ტენდერში კომპანია – შპს “ნუკო+”-მა გაიმარჯვა და სატენდერო ღირებულება 748 000 ლარით განისაზღვრა.
საახალწლო ნაძვის ხის ტენდერში გამარჯვებული შპს “ჯეო სტრიმი” გახდა და მომსახურების ღირებულებამ 175 573 ლარი შეადგინა, ხოლო თავისუფლების მოედანზე წმინდა გიორგის მონუმენტის განათებისა და მორთვის ტენდერში გამარჯვებული კომპანიის “გმმ ჯგუფის” მომსახურება 33 990 ლარის ოდენობით განისაზღვრა. ყველა არსებული საახალწლო ილუმინაცია, რაც აღდგენას დაექვემდებარება, დედაქალაქის სხვა ქუჩების გასაფორმებად გადანაწილდება”,- აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები