თურქეთში ნაღმზე ავტომობილის აფეთქების შედეგად სამი პოლიციელი დაიღუპა

თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, დიარბაკირის პროვინციაში ტერორისტებმა პოლიციის ავტომობილი ააფეთქეს. თავდასხმა ქალაქ სილვანთან მოხდა. მანქანაში მყოფი სამივე პოლიციელი დაიღუპა. თურქული მედიის ცნობით, ნაღმი გზის პირას „ქურთთა მუშათა პარტიის“ „ბოევიკებმა“ დაამონტაჟეს და ის დისტანციურად აამოქმედეს. თურქეთის პოლიციისა და უშიშროების ძალები ამ და სხვა რაიონებში უკვე რამდენიმე თვეა სპეცოპერაციას ატარებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები