რუსულმა ავიაციამ სირიაში ერთ დღე-ღამეში 320 „ბოევიკი“ გაანადგურა

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუსულმა ავიაციამ სირიაში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში „ისლამური სახელმწიფოს“ 32 „ბოევიკი“ გაანადგურა. ასევე განადგურებულია 34 ერთეული ტექნიკა, მათ შორის ორი ტანკი. ამის შესახებ ჟურნალისტებს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა იგორ კონაშენკოვმა განუცხადა. კონაშენკოვის თქმით, ხასიკის პროვინციაში ბომბდამშენებმა 15 ბენზინმზიდის კოლონა გაანადგურეს. ამ ინფორმაციის მიხედვით, ეს კოლონა ჩრდილოეთის მიმართულებით მოძრაობდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები