პარიზის ტერაქტებში ეჭვმიტანილები ავსტრიაში დააკავეს

პარიზის 13 ნოემბრის ტერაქტებში ეჭვმიტანილები ავსტრიის ქალაქ ზალცბურგში დააკავეს.
„ბი-ბი-სის“ ცნობით, ეს პირები დევნილების ბანაკში აიყვანეს. პოლიციის წარმომადგენლების თქმით, დაკავებულები დევნილების ბანაკში ახლო აღმოსავლეთიდან, საბერძნეთის გავლით მოხვდნენ. სამართალდამცველების ინფორმაციით, ორივე დაკავებული საფრანგეთის მოქალაქეა – ერთი წარმოშობით ალჟირელია, ხოლო მეორე – პაკისტანელი. ისინი სირიის მოქალაქის ყალბ პასპორტებს იყენებდნენ, რათა საკუთარი თავი დევნილებად წარმოეჩინათ.
შეგახსენებთ, რომ პარიზში 13 ნოემბერს მომხდარი ტერაქტის შედეგად 130 ადამიანი დაიღუპა და 300-ზე მეტი დაიჭრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები