ნოდარ ხადური ჟან-კლოდ ფრეკონს შეხვდა

ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური დღეს საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფ ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის პრეზიდენტს, ჟან-კლოდ ფრეკონს შეხვდა.
მხარეებმა ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესთან თანამშრომლობის თაობაზე ისაუბრეს. საუბარი ასევე შეეხო ქვეყნის ფისკალური დეცენტრალიზაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობების ფინანსური რესურსების გაძლიერების საკითხებს.
როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, მომავალი წლიდან საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტებში მიიმართება საშემოსავლო გადასახადის ზოგიერთი სახე, რაც ხელს შეუწყობს ადგილობრივი თვითმმართველობების ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებას.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა იმ დახმარებას, რომელსაც კონგრესი უწევს საქართველოს დეცენტრალიზაციის და თვითმმართველობის რეფორმის წარმატებულად განხორციელების პროცესში. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საქართველო აქტიურად გააგრძელებს თანამშრომლობას და პოლიტიკურ დიალოგს ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების კონგრესთან, ადგილობრივი თვითმმართველობების შესახებ ევროპული ქარტიის ფარგლებში, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში ადგილობრივი და რეგიონალური დემოკრატიის განვითარებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები