თბილისის აეროპორტი ნაძვის ხესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი წინასაახალწლო მზადების შესახებ განცხადებას ავრცელებს. როგორც აეროპორტში აცხადებენ, წინასაახალწლო მზადების შესახებ სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია და ფოტომასალა, არასწორია და სიმართლეს არ შეეესაბამება.
„2015 წლის 14 დეკემბერს, სოციალურ ქსელებსა და საინფორმაციო სააგენტოებში გავრცელდა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში არსებული სადღესასწაულო ნაძვის ხის ფოტო. ზემოთ აღნიშნულ სურათზე ასახულია თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მიმდინარე წინასაახალწლო სამზადისის დროს, მოფრენის დარბაზში 35-დან ერთ-ერთი ნაძვის ხის მორთვის პროცესი.
შესაბამისად, ინტერნეტსივრცეში მოხვედრილი ფოტომასალა არ ასახავს რეალურ საახალწლო გარემოს, რომელიც ამ დროისათვის ხვდებათ მგზავრებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ტერმინალის სხვადასხვა დარბაზში. ამ დროისთვის ტერმინალის ფასადი, გაფრენისა და მოფრენის დარბაზები, სარეგისტრაციო დახლები და ჩასხდომის ხიდები გაფორმებულია საახალწლო მოსართავებით“,- აცხადებენ აეროპორტში.aeroporti
ეს ის ფოტოა, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა და საზოგადოების უკმაყოფილება გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები