თეა წულუკიანი: ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნებას და რაიმე თანამდებობის დაკავებას არ აპირებს

„ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნებას და რაიმე თანამდებობის დაკავებას არ აპირებს“,-ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, ყოფილი პრემიერი წინასაარჩევნო პროცესებში იმ პოლიტიკური პარტიების გვერდით იქნება, რომლებიც არიან კოალიციის ნაწილი.
რაც შეეხება “ქართული ოცნების” საარჩევნო სიას, იუსტიციის მინისტრის თქმით, სიას არ იცნობს, თუმცა მისი “ქართული ოცნებაა”, რომ ყოველ ხუთ კანდიდატში ორი ქალი იყოს.
“ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში რაიმე თანამდებობაზე დაბრუნებას არ აპირებს, მაგრამ ის წინასაარჩევნო პროცესებში იქნება პოლიტიკური პარტიების გვერდით, რომლებიც არიან კოალიციის ნაწილი. ჩემთვის არ არის “ქართული ოცნების” კოალიციის საარჩევნო სია ცნობილი. როდესაც იქნება სია ცნობილი, მე დიდი იმედი მაქვს, რომ ამ სიაში მინიმუმ ორი ქალი მაინც იქნება ყოველ ხუთ კანდიდატში. ეს არის ჩემი ძალიან დიდი “ქართული ოცნება”, – აღნიშნა თეა წულუკიანმა. ბიძინა ივანიშვილი გუშინ “ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომას დაესწრო. როგორც სხდომის შემდეგ მმართველი გუნდის წევრებმა განაცხადეს, ყოფილი პრემიერი “ქართული ოცნების” პარტიულ და კოალიციურ ღონისძიებებში აქტიურად ჩაერთვება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები