კახა კალაძე: არანაირი კავშირი არა მაქვს რაგბისთან

ენერგეტიკის მინისტრი, ვიცე-პრემიერი კახა კალაძე რაგბის კავშირში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. კახა კალაძე აღნიშნავს, რომ რაგბის კავშირის საქმიანობაში არ ერევა.
“არანაირი კავშირი არა მაქვს რაგბისთან. ერთადერთი, ქართული რაგბის იმ დიდი წარმატების აქტიური გულშემატკივარი ვარ, რომელიც უკვე წლების განმავლობაში მოაქვს რაგბის”, – განაცხადა კახა კალაძემ.
არჩევნებს პარლამენტის წევრებიც გამოეხმაურნენ. მათი განცხადებით, ხელისუფლების მხრიდან რაიმე სახის ზეწოლას ადგილი არ ჰქონია და პრობლემები მხოლოდ რაგბის კავშირის შიგნით არსებობს. არჩევნების რამდენიმე თვით გადაწევა, მათი თქმით, მხოლოდ პრევენციის მიზნით მოხდა, რადგან რაგბის კავშირის წევრები რეპუტაციას უფრთხილდებიან. საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობა აცხადებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების პროცესში უკვე შეიმჩნევა ზოგიერთი “თანამდებობრივად გავლენიანი გულშემატკივრის“ და სხვა გარეშე პირების მხრიდან მისთვის სასურველი კანდიდატის სასარგებლოდ საკუთარი გავლენის გამოყენების მცდელობა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები