თეა წულუკიანი მურუსიძეს პასუხობს: ყოველთვის მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის ერთგული ვიქნები

სასამართლოს წინააღმდეგ ოპოზიციისა და ხელისუფლების “საეჭვო გაერთიანების” საკითხზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის ლევან მურუსიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ის ყოველთვის იქნება ქართული მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის ერთგული. მისივე თქმით, იგი ყველაფერს გააკეთებს, რათა ქართველი მოსამართლე თავს ამაყად გრძნობდეს.
“მე, როგორც ამ ქვეყნის იუსტიციის მინისტრი, ვიყავი, ვარ და ყოველთვის ვიქნები, მიუხედავად ჩემი სტატუსისა და პოზიციისა, მომავალში საქართველოში მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის ერთგული.
ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ქართველი მოსამართლე თავს გრძნობდეს ამაყად იმ საქმიდან გამომდინარე, რასაც ის სუფთა ხელებით, დამოუკიდებლად, კერძო ინტერესის, ბიზნესინტერესის, სახელმწიფო ინტერესის სწორად, კანონის დაცვით გააკეთებს და ჩვენ სწორედ ამას ვამტკიცებთ სამი წელია. მოსამართლეებს მივეცით უნიკალური რეფორმები, რომლებიც არის ევროპული სტანდარტის და ამ რეფორმების მთავარი მიზანია ქართველი მოსამართლის, ინდივიდუალური მოსამართლის ღირსება და დამოუკიდებლობა”, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები