საქართველო 2017 წელს „მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატს“ უმასპინძლებს

საქართველო 2016 წელს “რაგბი ევროპის” გენერალურ ასამბლეას, 2017 წელს კი „მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატს“ უმასპინძლებს – მნიშვნელოვანი სპორტული ღონისძიებების მზადებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის და “რაგბი ევროპის” პრეზიდენტის, ოქტავიან მორარიუს შეხვედრაზე.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, მხარეებმა ქართული რაგბის განვითარების პერსპექტივებზე იმსჯელეს და მსოფლიო თასზე საქართველოს ეროვნული ნაკრების მიერ მიღწეულ წარმატებებს გაუსვეს ხაზი. საუბარი ასევე შეეხო მომავალ 4-წლიან ციკლში განსახორციელებელ გეგმებს. შეხვედრას საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი გიორგი ნიჟარაძე დაესწრო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები