ნოდარ ჯავახიშვილმა და ჟან-კლოდ ფრეკონმა გზამკვლევს ხელი მოაწერეს

საქართველოს რეგიონული გავითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა და ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების ორგანოთა კონგრესის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ ფრეკონმა ხელი მოაწერეს გზამკვლევს „ადგილობრივი და რეგიონული დემოკრატიისათვის საქართველოში“.
აღნიშნულ გზამკვლევზე ხელმოწერით, მხარეები იღებენ ვალდებულებას, განაგრძონ თანამშრომლობა და პოლიტიკური დიალოგი, ადგილობრივი და რეგიონული დემოკრატიის განვითარების მიზნით, ადგილობრივი თვითთმართველობების შესახებ ევროპული ქარტიის ფარგლებში.
გზამკვლევი ითვალისწინებს: ადგილობრივი თვითმმართველობების ფინანსური დამოუკიდებლობისკენ გადადგმულ ნაბიჯებს, კონსტიტუციაში ცვლილების შეტანას, ადგილობრივი თვითმმართველობის სფეროში სუბსიდიარობის პრინციპის ასახვისათვის, ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებას შორის კონსულტაციებს რეგიონული განვითარების მიზნით, მიმდინარე დეცენტრალიზაციის პროცესის მონიტორინგს. თვითმმართველობის რეფორმის მიმართულებით საქართველომ არაერთი ნაბიჯი გადადგა, მათ შორის:
შემუშავდა და დამტკიცდა თვითმმართველობის ახალი კოდექსი, შევიდა ცვლილებები ადგილობრივი თვითმმართველობების ადმინისტრაციული და ტერიტორიული მოწყობის საკითხში, განხორციელდა აქტივობები მათი ფინანსური დამოუკიდებლობის მიმართულებით და ა.შ. საქართველომ წარმატებით შეასრულა ევროსაბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების ორგანოთა კონგრესის 2013 წლის რეკომენდაციები თვითმმართველობის რეფორმის ფარგლებში, რასაც კონგრესის პოზიტიური რეზოლუციაც ადასტურებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები