ალეკო ელისაშვილი: “ინბოქსში” მესიჯები არ იყო, თუმცა მყარ დისკზე ინახება

ვიზუალური დათვალიერების დროს ტელეფონის “ინბოქსში” მესიჯები არ იყო, თუმცა მყარ დისკზე ინახება – ამის შესახებ შეწყალების კომისიის ყოფილმა თავმჯდომარემ ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
როგორც ელისაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მყარ დისკზე შენახული SMS-ების ამოღების მიზნით ტელეფონს ექსპერტიზა უნდა ჩატარებოდა. “საინტერესოა, ექსპერტიზის დასკვნის დადებამდე რატომ გაასაჯაროვა პროკურატურამ ინფორმაცია, რომ ტელეფონში მესიჯები არ იყო? ვიზუალური დათვალიერების დროს ტელეფონის “ინბოქსში” მესიჯები არ იყო, თუმცა მყარ დისკზე ინახება. იმიტომ დავტოვე ჩემი ტელეფონი, რომ ჩაეტარებინათ ექსპერტიზა. რატომ იჩქარა პროკურატურამ და გამოძიების დასრულებამდე რატომ თქვა, რომ იქ მესიჯები არ იყო? მე მაინტერესებს ექსპერტიზის ოფიციალური დასკვნა და არა ვიღაც გაცისკროვნებული ყმაწვილის განცხადება”, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა. შეწყალების კომისიის ყოფილმა თავმჯდომარემ პროკურატურაში მობილური გუშინ მიიტანა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები