ზურაბ ტყემალაძე: SMS-ები კი არ გამქრალა, მუქარის შემცველი ნიშნები ვერ ამოიკითხეს

პროკურორი კოკა კაციტაძის განცხადებას, რომ ის SMS-ები, რომლებზეც შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილი საუბრობდა, მის მობილურში არ აღმოჩნდა, დეპუტატი ზურაბ ტყემალაძე ეხმაურება.
„პროკურატურამ გააკეთა განცხადება, რომ მუქარის შემცველი SMS-ები ვერ ვნახეთო. ანუ, SMS-ები კი არ გამქრალა, არამედ მუქარის შემცველი ნიშნები ვერ ამოიკითხეს… მე ასე გავიგე. შესაძლოა, ვცდები”, – განაცხადა ტყემალაძემ.
შეწყალების კომისიის ყოფილმა თავმჯდომარემ პროკურატურაში მობილური გუშინ მიიტანა.
“ელისაშვილმა გამოძიებას წარუდგინა ის მობილური ტელეფონი, რომელშიც, მისი განმარტებით, უნდა ყოფილიყო ცალკეული მაღალჩინოსნის მიერ გამოგზავნილი მოკლე ტექსტური შეტყობინებები. მინდა განვაცხადო, რომ ალექსანდრე ელისაშვილის თანდასწრებით მოხდა ამ მობილური ტელეფონის დათვალიერება და მასში არ აღმოჩნდა მის მიერ მითითებული და დასახელებული მაღალჩინოსნების მიერ გამოგზავნილი მოკლე ტექსტური შეტყობინებები. ბატონმა ელისაშვილმა განაცხადა თანხმობა, რომ მობილურ ტელეფონს ჩაუტარდეს ექსპერტიზა, აქედან გამომდინარე, მისი თანდასწრებით მობილური ტელეფონი დაილუქა და იგი გაგზავნილია სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში კომპიუტერულ–ტექნიკური ექსპერტიზის ჩატარების მიზნით”,– განაცხადა კოკა კაციტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები