ირაკლი შოთაძე საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელს კრისტიან ურსეს შეხვდა.
მთავარ პროკურატურაში გამართულ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გოგაძე და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ჩილინგარაშვილი.
ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა ირაკლი შოთაძეს მთავარ პროკურორად არჩევა პირადად მიულოცა და თანამშრომლობის გაგრძელების იმედი გამოთქვა.
შეხვედრაზე განიხილეს მომავალი თანამშრომლობის ისეთი საკითხები, როგორიცაა ევროპის საბჭოს ოფისის დახმარებით საქართველოს პროკურატურის პროკურორებისა და გამომძიებლებისთვის კვალიფიკაციის ამაღლება დისკრიმინაციულ ნიადაგზე და სიძულვილის მოტივით ჩადენილი დანაშაულების გამოძიებასთან დაკავშირებით, ასევე პროკურორებისათვის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტანდარტების გაცნობა აღკვეთის ღონისძიების გამოყენებასთან დაკავშირებით.
საქართველოს მთავარმა პროკურორმა კრისტიან ურსეს მადლობა გადაუხადა ევროპის საბჭოს ოფისის მიერ საქართველოს პროკურატურისთვის გაწეული დახმარებისთვის და მომავალში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მზაობა გამოხატა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები