“პრეზიდენტი ქვეყნის რიგითი მოქალაქეა და თუ პროკურატურა მის დაკითხვას საჭიროდ მიიჩნევს, მას დაიბარებენ”

პრეზიდენტი ქვეყნის რიგითი მოქალაქეა და თუ პროკურატურა მის დაკითხვას საჭიროდ მიიჩნევს, მას დაკითხვაზე დაიბარებენ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან ბერძენიშვილმა შეწყალების კომისიის ირგვლივ განვითარებული მოვლენების შეფასებისას განაცხადა.
ლევან ბერძენიშვილი ფიქრობს, რომ შეწყალების კომისიის ირგვლივ განვითარებული მოვლენები ძველი იტალიური ფილმების სფეროში გადადის. „არ მგონია, რომ პრეზიდენტმა რაიმე არ დაადასტუროს. რაც შეეხება იმას, რომ ტელეფონიდან მესიჯები გაქრა, ეს საინტერესო განვითარებაა, რადგან ნელ-ნელა ძველი იტალიური ფილმების სფეროში გადავდივართ. როგორც ჩანს, სადღაც რაღაც ისე არ არის, როგორც საჭიროა“, – განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.
მთავარ პროკურატურაში არ გამორიცხავენ, რომ ე.წ. შეწყალების საქმეზე საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დაიკითხოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები