“მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც არც მოსახლეობას და არც სახელმწიფოს ინტერესებს არ დააზიანებს”

ისეთ გადაწყვეტილებას მივიღებთ, რომელიც არც მოსახლეობას და არც სახელმწიფოს ინტერესებს არ დააზიანებს – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა თამაზ მეჭიაურმა გაზეთ „ალიას” საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, „რაც ერთმნიშვნელოვნად ვიცი, ეს არ უნდა შეეხოს მათ, ვისაც უკვე ჰყავთ მარჯვენასაჭიანი ავტომობილები შემოყვანილი. დანარჩენ საკითხს რაც შეეხება, როდესაც საკომიტეტო მოსმენაზე ყველა მხარეს მოვუსმენ, დასკვნებს შემდეგ გამოვიტან. მე ავტომობილი საერთოდ არ მყავს, სახელმწიფო მანქანა მემსახურება და ის მარცხენასაჭიანია. ჩატარებულ აქციებს რაც შეეხება, გვინდა, არგუმენტირებული მსჯელობა იყოს და როცა ყველა მხარეს მოვუსმენთ, ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას”, – განაცხადა მეჭიაურმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები