რაულ ხაჯიმბა რაშიდ ნურგალიევს შეხვდა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა სოხუმში რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილეს რაშიდ ნურგალიევს შეხვდა. სააგენტო „სპუტნიკის“ ცნობით, საუბარი შეეხო თანამშრომლობას უსაფრთხოების სფეროში. შეხვედრაზე აფხაზეთის თავდაცვის და უშიშროების „ერთიანი კონტურის“ შექმნის საკითხები განიხილეს.
„მსოფლიოში მიმდინარე პროცესები რუსეთთან ურთიერთობების განვითარების აუცილებლობას ქმნის და ეს ურთიერთობები ორივე მხარისთვის სასარგებლოა. ბევრი იქიდან, რაც უნდა გაგვეკეთებინა, უკვე განხორციელებულია“, – განაცხადა ხაჯიმბამ.
რაშიდ ნურგალიევის თქმით, უახლოეს მომავალში „სტრატეგიული პარტნიორობის“ შეთანხმების მიხედვით შესაბამისი სექტორალური შეთანხმებების გაფორმება იგეგმება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები