დიპლომატები ვიზალიბერალიზაციის შესახებ ანგარიშის გადადებას ტექნიკურ პრობლემას უკავშირებენ

ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით ევროკომისიის ანგარიშის გადადებას ტექნიკურ პრობლემებს უკავშირებენ საქართველოში აკრიდიტებული ელჩები.
დიპლომატების განცხადებით, საკითხი რამდენიმე დღეში მოგვარდება და პროგნოზები პოზიტიურია.
საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩის თქმით, განწყობა ოპტიმისტური უნდა იყოს, რადგან ქვეყანა სწორ გზას ადგას. ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლის განმარტებით, ვაშინგტონს მჭიდრო კონტაქტი აქვს ევროკავშირთან ამ საკითხზე.
ესტონეთის ელჩის შეფასებით, ამ ეტაპზე საქართველომ ყველა ვალდებულება შეასრულა და უვიზო მიმოსვლა ძალაში 5-6 თვეში შევა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები