ქობულეთში შველი იპოვეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს თანამშრომლებმა ქობულეთის რაიონის სოფელ ლეღვაში ნაპოვნი შველი
მტირალას ეროვნულ პარკში გაუშვეს. როგორც “კვირას” გარემოს დაცვის სამინისტროდან აცნობეს, შველი მოსახლეობამ იპოვა და დეპარტამენტს „ცხელი ხაზის“ საშუალებით შეატყობინა. გარემოსდაცითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა შველი ვეტერინართან გადაიყვანეს და მას შემდეგ, რაც დარწმუნდნენ, რომ მას დაზიანებები არ ჰქონდა, დაცულ ტერიტორიაზე გაუშვეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები