ღლონტი გვარამიას – კოლეგადაც კი არ გთვლით
ტელეკომპანია “მაესტროს” ერთერთი დამფუძნებელი მამუკა ღლონტი „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებას ეხმაურება, სადაც მან „მაესტროს” მადლობა გადაუხადა.
“ბატონ ნიკა გვარამიას, რომელმაც დღეს “მაესტროს” მადლობა გადაუხადა სატელევიზიო რეიტინგების პრობლემასთან დაკავშირებით დაკავებული სამართლიანი პოზიციისთვის, მსურს შევახსენო: ბატონო ნიკა ეს ის “მაესტროა”, რომელშიც რეკლამის მიტანა აკრძალული იყო, რომლის წილ შემოსავალსაც, ტელეკომპანია “რუსთავი 2” და “იმედი” ინაწილებდით წლების განმავლობაში, ეს კი იმ ხელისუფლების პირობებში ხდებოდა, რომელსაც თქვენ ემსახურებოდით, სამწუხაროა რომ “მაესტროს” სამართლიანობა და ობიექტურობა, მხოლოდ ახლა დაინახეთ, არადა მუდამ საპირისპიროს ამტკიცებდით. ბატონო ნიკა პირადად მე “მაესტროს” ერთერთი მფლობელი, არათუ თანამოაზრედ, არამედ კოლეგადაც კი არ გთვლით. თუმცა მივესალმები იმას, რომ რაღაც-რაღაცეებზე თვალი აგეხილათ. პატივისცემით: მამუკა ღლონტი“, – წერს მამუკა ღლონტი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.