დრანდის ციხეში ბუნტი მოხდა

ოკუპირებულ აფხაზეთში, დრანდის წინასწარი დაკავების საკანში ბუნტი მოხდა. სააგენტო „ინტერფაქსის“ ცნობით, ინციდენტი იზოლატორში პატიმრების შემოწმებამ გამოიწვია. პატიმართა ნაწილმა ბარიკადები ააშენა და ციხის ადმინისტრაციის დამორჩილებაზე უარს აცხადებდა. ამის შემდეგ იზოლატორთან სპეცდანიშნულების რაზმი მივიდა და სიტუაცია კონტროლს დაუბრუნდა. წინა დღეს კამერების შემოწმების დროს ამოღებული იყო ნივთები, რომელთა ქონა საპატიმრო ადგილებში აკრძალულია. ჩხრეკა 10 დეკემბერს პატიმრის გაქცევის გამო მოხდა. ამ ინციდენტის შემდეგ დრანდის იზოლატორში ადმინისტრაცია გამოიცვალა, რომელმაც ციხეში წესები გაამკაცრა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები