მურმან დუმბაძე და მედეა ვასაძე შესაძლოა, ჩერნოვეცკის პოლიტიკური გუნდის წევრები გახდნენ

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი მურმან დუმბაძე და აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი მედეა ვასაძე შესაძლოა, კიევის ყოფილი მერის, ლეონიდ ჩერნოვეცკის პოლიტიკური გუნდის წევრები გახდნენ.
როგორც მედეა ვასაძემ “კვირასთან“ საუბრისას განაცხადა, აღნიშნულ საკითხზე კონსულტაციები მიმდინარეობს. დუმბაძემ და ვასაძემ შემოთავაზება თავად ლეონიდ ჩერნოვეცკისგან მიიღეს.
“კონსულტაციები მიმდინარეობს, გარკვეული ეტაპი გავლილია და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ვართ. შემოთავაზება თავად ლეონიდ ჩერნოვეცკისგან წამოვიდა და ჩვენ ჩავერთეეთ კონულტაციებში – მან თქვა, რომ პოლიტიკაში სჭირდება ჩვენი ტიპის ადამიანები. ლეონიდ ჩერნოვეცკი ორჯერ იყო კიევის არჩეული მერი, ასევე სამჯერ იყო რადის დეპუტატი. მის განვლილ პოლიტიკურ გზაში რაიმე კითხვის ნიშანი არ ყოფილა. რაც მთავარია, ორიენტირებულია ევროპულ ღირებულებებზე. არის ძალიან გახსნილი ადამიანი. ქართულ მენტალობასთან ძალიან ახლოსაა მისი მენტალობა. გამორჩეულად უყვარს საქართველო და განსაკუთრებით ჩვენი რეგიონი. უკრაინაში თავის დროზე საქართველოს სასარგებლოდ მან ბევრი საქმე გააკეთა. საქართველოს საელჩოსთვის შეიძინა მიწა, ასევე გახსნა რუსთაველის ძეგლი. ასევე ქობულეთთანაც ორი პანსიონი გახსნა, იქ ბავშვებს არაჩვეულებრივი პირობები აქვთ. ფაქტია, რომ მას ძალიან უყვარს საქართველო და განსაკუთრებულად კი ჩვენი რეგიონი“, – განუცხადა “კვირას“ მედეა ვასაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები