ე.წ. სამხრეთ ოსეთის „შეიარაღებულ ძალებში“ 50 ადამიანი გაიწვიეს

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის „შეიარაღებულ ძალებში“ 50 ახალგაზრდა გაიწვიეს. მალე ეს ადამიანები ფიცს დადებენ. ამის შესახებ სააგენტო „სპუტნიკი“ იუწყება.
საშემოდგომო გაწვევა ე.წ. სამხრეთ ოსეთში ნოემბერში დაიწყო. ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის არმიაში მსახურების ვადა წელიწადნახევარს შეადგენს. სააგენტოს ცნობით, სავალდებულო სამსახურის მოხდის შემდეგ ახალგაზრდების ნახევარი შეიარაღებულ ძალებში საკონტრაქტო სამსახურში რჩება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები