ალექსანდრე ქართველის საზოგადოება დავით ჭოჭუას ოჯახს სამძიმარს უცხადებს

ალექსანდრე ქართველის საერთაშორისო საზოგადოება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ამერიკის დეპარტამენტის დირექტორი დავით ჭოჭუაა გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია:
“დავით ჭოჭუა დაარსების დღიდან ალექსანდრე ქართველის საერთაშორისო საზოგადოების ექსპერტთა და მკვლევართა საბჭოს წევრი იყო. 2014 წელს, ჩვენმა ორგანიზაციამ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართა, რათა ექსპერტთა და მკვლევართა საბჭოში მათი უწყების წარმომადგენელი ჩართულიყო. იმ პერიოდში დავით ჭოჭუა საგარეო საქმეთა სამინისტროში უკვე იყო ამერიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი და იგი წარმოადგინეს ჩვენს საბჭოში. დათო საბჭოს მუშაობაში ძალიან აქტიურად იყო ჩართული. 2014 წელს მისი დიდი დამსახურებით აშშ-ში დიდი ავიატორის, ალექსანდრე ქართველის გარდაცვალებიდან 40 წელი აღვნიშნეთ. რა თქმა უნდა, საქართველოს კონსული დიანა ჟღენტი აღნიშნულ ღონისძიებაში აქტიურად მონაწილეობდა. გარდა ამისა, დათო ხშირად გამოდიოდა მოხსენებით საზოგადოების მიერ გამართულ კონფერენციებზე და სხვადასხვა გადაცემაშიც მონაწილეობდა. ალექსანდრე ქართველის საერთაშორისო საზოგადოებისთვის დავით ჭოჭუას უდროოდ წასვლა ძალიან დიდი დანაკლისია. ორგანიზაცია ალექსანდრე ქართველის პოპულარიზაციის საქმეში მის განსაკუთრებულ ღვაწლს არ დაივიწყებს”, – ნათქვამია განხცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები