საინფორმაციო ცენტრის 2015 წლის ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა

სასტუმროში „რედისონ ბლუ ივერია“ სსიპ „ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის“ 2015 წლის ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა. საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა ელენე გოცაძემ საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის შესახებ და 2015 წელის განმავლობაში განხორციელებული ღონისძიებების შესახებ სამთავრობო სტრუქტურების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ინფორმაცია მიაწოდა.
ელენე გოცაძემ მადლობა გადაუხადა და სიგელები გადასცა იმ ორგანიზაციებს, რომლებიც წლის განმავლობაში საინფორმაციო ცენტრთან აქტიურად თანამშრომლობდნენ. ღონისძიების მონაწილეებს მისასალამებელი სიტყვით მიმართა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ.
პრეზენტაციის შემდეგ რეგიონული მედიიის წარმომადგენლებისთვის განხორციელებულ პროექტში „საქართველოს ევროპული ინტეგრაცია და ასოცირების შეთანხმების მნიშვნელობა ქვეყნის განვითარებისათვის” გამარჯვებული ჟურნალისტების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. საუკეთესო სტატიებისა და სიუჟეტების ავტორებს სერტიფიკატები და სპეციალური საჩუქრები გადაეცათ. პროექტი საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. ღონისძიების დასასრულს წიგნის „NATO და ევროკავშირი – საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები“ პრეზენტაცია გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები