დავით ბაქრაძე: ვიზალიბერალიზაციის მიზნით საქართველომ არაერთი რეფორმა განახორციელა

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე იმედოვნებს, რომ ხვალ გამოქვეყნებული საქართველოს საქმიანობის შემაჯამებელი დოკუმენტი პოზიტიური იქნება. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ვიზალიბერალიზაციის მიზნით საქართველომ არაერთი რეფორმა განახორციელა, მათ შორის ცვლილებები შევიდა 70-ზე მეტ კანონში და ქვეყანა შეუერთდა არაერთ შესაბამის კონვენციას.
“ხვალ გამოქვეყნდება საქართველოს საქმიანობის შემაჯამებელი დოკუმენტი და ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ ის პოზიტიური იქნება.
დანარჩენს რაც შეეხება, დაველოდოთ ხვალინდელ დღეს”, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.
მისივე განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ ხვალ პოზიტიური ანგარიში გამოქვეყნდება, კომისია შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივით უკვე ევროპარლამენტს და ევროკავშირის საბჭოს მიმართავს.
“შემდგომ უკვე პროცესი წარიმართება ევროკავშირის საბჭოსა და ევროპარლამენტში, რათა პოლიტიკური გადაწყვეტილებით დადასტურდეს ის, რაც ტექნიკური შეფასების თვალსაზრისით ევროკომისიამ ხვალ უნდა გამოაცხადოს”, – აღნიშნა ბაქრაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები