ზაქარია ქუცნაშვილი: მომავალ წელს სოფლის ექიმების ხელფასი 1010 ლარი იქნება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებით, მომავალ წელს 360 ლარით გაიზრდება სოფლის ექიმების ხელფასი და 1010 ლარი გახდება.
როგორც მთის განვითარების ეროვნული საბჭოს მორიგი სხდომის დაწყებამდე საბჭოს ერთ-ერთმა წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა განაცხადა, მაღალმთიან რეგიონებში მომავალ წელს პენსია 56 ლარით გაიზრდება და 216 ლარს შეადგენს.
„შეღავათები კანონით არის დადგენილი. ესენია – სოციალური შეღავათები და სოფლის ექთნის ყოველთვიური ხელფასის გაზრდა. მომავალ წელს, სულ მცირე 360 ლარით გაიზრდება სოფლის ექიმების ხელფასი, შესაბამისად, გახდება 1010 ლარი, დღეს 650 ლარია სოფლის ექიმების ხელფასი. ხელფასები გაეზრდებათ პედაგოგებს, ისინი მიიღებენ 50%-იან დანამატს ყოველთვიურ თანამდებობრივ სარგოზე. შემოღებული იქნება ელექტროენერგიის შეღავათიც. ასევე, ოპოზიცია, რომელიც დაგვჩხავის, 50 ლარით გაუზარდეთ პენსიაო, მაღალმთიან რეგიონებში მომავალ წელს ჯამურად, პენსია გაიზრდება 56 ლარით და შეადგენს 216 ლარს“, – განაცხადა ქუცნაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები