შსს–ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში მოდერნიზაციის პროცესი მიმდინარეობს, რომლის ფარგლებში სააგენტოს დირექტორმა ზვიად ქაწაშვილმა მეხანძრე-მაშველების სრულ შემადგენლობას ახალი ყოველდღიური ფორმები გადასცა. აღნიშნული ღონისძიება მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელდა. დირექტორმა პირადად მოინახულა სააგენტოს ყველა დანაყოფი, მშენებარე შენობა-ნაგებობები და ადგილზე გაეცნო არსებულ ვითარებას.
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე-მაშველებს უახლოეს მომავალში ახალი საბრძოლო ფორმებიც გადაეცემათ, განახლდება ავტოპარკი, რაც ხელს შეუწყობს საგანგებო სიტუაციებზე ეფექტურ რეაგირებას და სააგენტოს შესაძლებლობების გაძლიერებას.