ხელვაჩაურის ტყეში მონადირეებმა 4 მამაკაცის ცხედარი იპოვეს

საქართველო-თურქეთის საზღვართან, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მარადიდიდან ხუთი კილომეტრის მოშორებით, ტყეში, ოთხი უცხოელის ცხედარი იპოვეს.
როგორც “კვირას“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა ნესტან დიდმანიძემ განუცხადა, 4 მამაკაცის ცხედარი ადგილობრივმა მონადირემ დღეს აღმოაჩინა. მისი თქმით, სავარაუდოდ, უცხო ქვეყნის მოქალაქეები დაახლოებით 3-4 დღის გარდაცვლილები არიან.
“მონადირეებმა მამაკაცების ცხედრები ტყეში, სოფლიდან ხუთი კილომეტრის მოშორებით იპოვეს. იმ ადგილას მიტოვებული აგარაკია და სწორედ იქ აღმოაჩინა ცხედრები მონადირემ. ისინი დაახლოებით 3-4 დღის გარდაცვლილები არიან“, – აღნიშნა ნესტან დიდმანიძემ.
ხელვაჩაურში მომხდარ ფაქტს შს სამინისტრო ადასტურებს. როგორც „კვირას“ უწყებაში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით საქმე 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები