კახა კახიშვილი: პრობაციონერს საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში გადასახადის გადახდა აღარ მოუწევს

პრობაციონერს საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში გადასახადის გადახდა აღარ მოუწევს. აღნიშნული ცვლილება “არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესის და პრობაციის შესახებ” კანონში შედის. ცვლილებების შინაარსის შესახებ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა განაცხადა.
“ჩვენ ვაუქმებთ გადასახადებს. მოგეხსენებათ, რომ პრობაციონერი, რომელიც ერთი თვით იცვლის საცხოვრებელ ადგილს – ძირითადად, ეს ხდება ზაფხულში, 20 ლარს იხდის პრობაციის ბიუროში, რათა ზედამხედველობა დაეკისროს სხვა რაიონში. 50 ლარი ღირს სამთვიანი ნებართვა. მიგვაჩნია, რომ ეს არის უსამართლო, ამიტომ კანონში შევა ცვლილებები, რომელიც ამ გადასახადებს გააუქმებს”, – აღნიშნა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები