ერდოღანი ერაყიდან შეიარაღებული ძალების გაყვანას არ აპირებს

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ერაყის ქურთისტანიდან სამხედრო კონტინგენტის გამოყვანაზე უარი განაცხადა. შესაბამისი მოთხოვნით ანკარას რამდენიმე დღის წინ ერაყის ცენტრალურმა ხელისუფლებამ მიმართა.
„ჩვენი ჯარისკაცები ერაყში არა როგორც საბრძოლო შენაერთები, არამედ ინსტრუქტორების სახით ჩავიდნენ. ამ ეტაპზე მათი გაყვანის საკითხი დღის წესრიგში არ დგას“, – განაცხადა მან.
ერდოღანის ამ განცხადებას ქურთისტანის ავტონომიის მეთურმა მასუდ ბარზანიმ მხარი დაუჭირა. ბარზანი ანკარაში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება. მისი თქმით, თურქი ინსტრუქტორები ქურთ მოხალისეებს „ისლამურ სახელმწიფოსთან“ საბრძოლველად ამზადებენ. მან იმედი გამოთქვა, რომ ამ პრობლემას ანკარა და ბაღდადი მშვიდობიანი გზით მოაგვარებენ.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თურქეთმა ერაყში საბრძოლო შენაერთები გააგზავნა, მედიაში რამდენიმე დღის წინ გავრცელდა. თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ერაყში 150 თურქი სამხედრო ჩავიდა, თუმცა მოგვიანებით გავრცელდა ცნობები, რომ მათი რაოდენობა 600-მდე გაიზარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები