ნოდარ ხადური: ლარის გაცვლითი კურსის შესახებ უცხოელ სპეციალისტებს საინტერესო პროგნოზები აქვთ

გაცვლითი კურსის პროგნოზისგან თავს შევიკავებ, თუმცა საკმაოდ საინტერესო პროგნოზები აქვთ უცხოელ სპეციალისტებს, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, ერთ-ერთი ექსპერტი ვარაუდობს, რომ ლარი შესაძლოა, 10%-ით გამყარდეს.
“მომავალი წლისათვის გაცვლითი კურსის პროგნოზისგან ცხადია, თავს შევიკავებ, თუმცა საკმაოდ საინტერესო პროგნოზები აქვთ უცხოელ სპეციალისტებს, უცხოელ მაკროეკონომისტებს, კომერციულ სტრუქტურებთან მომუშავეებს. ამას წინათ “საქართველოს ბანკის” ღონისძიებაზე ერთ-ერთი ექსპერტი იყო ჩამოსული. მომავალი წლისათვის ლარის გამყარებას ის დაახლოებით 10%-ით ელოდება. ვნახოთ რა იქნება”, – განაცხადა ნოდარ ხადურმა.
ხადურმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტს გიორგი ქადაგიძეს ლარის გაცვლით კურსთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების გამო მადლობა გადაუხადა.
“გავიმეორებ გიორგი ქადაგიძის სიტყვებს, რომ ლარის გაცვლით კურსთან დაკავშირებით ბიუჯეტი იყო ნეიტრალური და ბიუჯეტს ზეგავლენა არ მოუხდენია. ეს დღეს ბატონმა გიორგი განაცხადა, რისთვისაც მას მადლობას ვეტყვი”, – განაცხადა ხადურმა.
ცნობისთვის, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროქტის განხილვა მიმდინარეობს. საბიუჯეტო პროექტი დეპუტატებს ნოდარ ხადურმა წარუდგინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები