დრანდის ციხიდან გაქცეული ქართველი დააკავეს
ბაჩუკი ლატარია, რომელიც წინა დღეს დრანდის ციხიდან გაიქცა, დაკავებულია. ამის შესახებ სააგენტო „სპუტნიკს“ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტოში განუცხადეს. ამ ინფორმაციის მიხედვით, ლატარია, რომელიც ციხიდან 10 დეკემბერს გაიქცა, სოფელ შაუმიანოვკასთან, ტყეში დააკავეს.
ბაჩუკი ლატარია საგამოძიებო იზოლატორში 2014 წლიდან იმყოფება, მას ადამიანის გატაცება ბრალდება, რისთვისაც 12 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. სააგენტო „სპუტნიკის“ ცნობით, საგამოძიებო იზოლატორის უფროსი რუსლან ჯელია თანამდებობიდან გადაყენებულია, მის ნაცვლად იზოლატორის უფროსად აფხაზური მილიციის პოლკოვნიკი ტიმურ შიკირბა დაინიშნა. ასევე ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, იმ პირების მიმართ, რომლებიც პატიმრის გაქცევის დროს სამსახურში იმყოფებოდნენ, სამსახურებრივი გამოძიება მიმდინარეობს.