რუსულმა ვერტმფრენმა ფინეთის საჰაერო სივრცე დაარღვია

ფინეთის ხელისუფლებამ რუსული ვერტმფრენის მიერ ფინეთის საჰაერო სივრცის დარღვევის შესახებ განაცხადა. საჰაერო ხომალდი ფინეთის ტერიტორიაზე 6 წუთის განმავლობაში იმყოფებოდა.
„ინტერფაქსის“ ინფორმაციით, ვერტმფრენი კუნძულ ხაპასაარიდან აღმოსავლეთით, ფინეთის საჰაერო სივრცეში 9 კილომეტრით შევიდა. ამ პერიოდის განმავლობაში მისი ეკიპაჟი კავშირზე არ გამოდიოდა და ფინეთის მხრიდან გაფრთხილებას არ პასუხობდა. ვერტმფრენი უკან მხოლოდ ფინეთის ავიაგამანადგურებლების მიერ ორი გაფრთხილების შემდეგ გაბრუნდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები